არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს

„არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის კაბინეტისკენ არ ისწრაფვის:

„თქვენ, რომ იცოდეთ, ახლა კაბინეტისკენ არ მივისწრაფვი. სხვათა შორის, კაბინეტი ზელენსკის კაბინეტის თავზე მაქვს და იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, უბრალოდ რომ მცოდნოდა სად იყო. მე კაბინეტზე ალერგია მაქვს. მაგრამ, რა იქნება საქართველოში, როგორი იქნება ჩემი როლი სსქართველოში, უკრაინაში, ერთად შევხედოთ. არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს. თვითმფრინავის საჭესთან, მანქანის საჭესთან, ფორმულის საჭესთან. ვნახოთ, რა იქნება,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

2020-06-25T01:28:40+04:00ივნისი 25th, 2020|