დაჟინებით ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაადგეს ინაუკოვიჩის გზას და არ გამოკეტოს ციხეში პოლიტიკური მოწინააღმდეგეები – ეს განცახდება “მთავარ არხთან” ინტერვიუში, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.

უმკაცრესი გზავნილის ავტორი, საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ იანუკოვიჩის გზას მძიმე დასასრული ექნება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია ისევ არ ასრულებს თავის დაპირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგავს ნდობას. და ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, რომ გასცეს ფინანსური დახმარება. მე ამის გამო ვწუხვარ. თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს დადებულ პირობებს, თუ ევროკავშირში იქნება ეჭვები, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია, ეს შეაფერხებს თქვენთვის იმ დახმარების გამოყოფას, რომელიც საქართველოსთვის არის გათვალისწინებული.

ამით დაზარალდება ქართველი ხალხი და არა მთავრობა, ევროკავშირის დახმარება ხალხს ეკუთვნის, მაგრამ ამ სახსრების გამოყოფას თავისი პირობები მოყვება – ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს დასავლურ სტანდარტებს. ევროპარლამენტში სულ უფრო მეტი და მეტი დეპუტატია, რომელიც შეწუხებულია მთავარი შეთანხმების შეუსრულებლობით. იგივე ამერიკის კონგრესშიც.

მე ვნახე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. მე არ ვიცი ამის მტკიცებით რის მიღწევას ცდილობს მმართველი ძალა, შეიძლება დასავლეთ ევროპაში, მათ ვინც არ იციან საბჭოთა ტრადიციები დაიჯერონ მათი ენა, მგრამ ჩვენ ლიეტუველებს, რომლებმაც კარგად ვიცით რა არის საბჭოთა კავშირი, ამის არ გვჯერა.

ჩვენ გულუბყვილოები არ ვართ, ეს დავიჯეროთ. ამიტომ მე დაჟინებით ვთხოვ მმართველ პარტიას ხელისუფლებას და მათ ლიდერებს ნუ დაადგებიან იანუკოვჩის გზას… იანუკოვიჩის, რომელიც დადიოდა ევროპის დედაქალაქებში და ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ლიდერები იულია ტიმოშენკო და იური ლუცენკო უბრალოდ დამნაშავეები იყვნენ. ჩვენ სამწუხაროდ იგივეს ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას არ დახარჯოს დრო იგივეს სამტკიცებლად და არ მოიქცეს ისე როგორც იანუკოვიჩი, – ამბობს კუბილიუსი “მთავარ არხთან საუბრისას”.