ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადამიანებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კოვიდ-19-სგან, აქვთ ანტისხეულები, რომელიც განმეორებით დაინფიცირებისგან დაიცავს.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-19-ზე იმუნიტეტის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის წინააღმდეგია.

ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ მოქალაქეებს, ვისაც ორგანიზმში კოვიდ-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდებათ, ე.წ. იმუნიტეტის სერტიფიკატი გადაეცეს, რაც კარანტინის პირობებში მათ თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის საშუალებას მისცემდა.

 

წყარო: პრაიმტაიმი