აპრილის თვეში ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი

„აპრილის თვეში ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი, იცით, რომ ამ დროს ქვეყანაში იყო საგანგებო ვითარება, ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად იმისთვის, რომ მოსახლეობა დაგვეცვა ეპიდემიის გავრცელებისგან. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში. თუმცა ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ 2021 წელი იყოს ზრდის წელი და საწარმოები იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები,“ – განაცხადა თურნავამ.

2020-05-30T15:45:48+04:00მაისი 30th, 2020|