პანგა-საი-საიდეს გამოქვაბულში აღმოჩენილი თავის ქალა და ჩონჩხის ფრაგმენტები, რომლებიც კარგად არის შემონახული, 2-3 წლის ბავშვს ეკუთვნის. ბავშვის საფლავი ყველაზე ძველია, რაც აქამდე ნაპოვნია აფრიკაში.

მეცნიერებმა ვერ შეძლეს ბავშვის სქესის დადგენა, ვინაიდან ამ ასაკში ადამიანის ძვლები თითქმის იდენტურია და ანალიზისთვის საჭირო დნმ – ის ფრაგმენტები არ არის დაცული. ექსპერტებმა მონახეს Mtoto, ასე ჟღერს სიტყვა “ბავშვი” ადგილობრივ სუაჰილის ენაზე.

მაქს პლანკის კაცობრიობის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის და კვლევის მთავარი ავტორის, პროფესორ ნიკოლ ბოივინის თქმით, დაკრძალვის დეტალებში აშკარად ჩანს, რომ ვიღაცას დიდი დრო დასჭირდა ბავშვის დასაფლავებაზე.

 

 

 

”აშკარაა, რომ ვიღაცამ ძალიან მკაცრი სამუშაო შეასრულა. ძვლების ადგილმდებარეობამ შესაძლებელი გახადა დაკრძალვის პროცესის დეტალურ რეკონსტრუქცია: ბავშვი დამარხული არ იყო ჩვეულებრივად გარდაცვლილის მსგავსად, თავი  მას ბალიშზე ედო და საფლავიც სპეციალურად მისთვის იყო ამოთხრილი და არა უბრალოდ ჩაფლეს იგი მიწაში ”, – აღნიშნა პროფესორმა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები აფრიკიდან არიან ჩამოსულები, აქამდე არქეოლოგებმა პრაქტიკულად ვერ მიაგნეს ადრეული ან შუა პალეოლითის ხანის სამარხებს შავ კონტინენტზე, რომელიც იქნებოდა 30-40 ათასი წლის ასაკზე მეტი. ამის საფუძველზე  ეს აღმოჩენა აღმოჩენა განსაკუთრებით ღირებულია მეცნიერებისათვის.

უძველესი ძვლების ფრაგმენტები ნაპოვნი იქნა გათხრების დროს ჯერ კიდევ 2013 წელს. ორი პატარა კბილი მიანიშნებდა, რომ არქეოლოგები საქმე ჰქონდათ ადამიანის ნეშტებთან. მხოლოდ 4 წლის შემდეგ არქეოლოგებმა შეძლეს მოხვედრა მტოტოს საფლავზე, რომელზეც ათიათასწლეულის განმავლობაში თითქმის 3 მეტრით გაიზარდა მიწის სიმაღლე.

ნახევარად გახრწნილი ძვლების გამაგრებასა და ზედაპირზე ამოღებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდა, რამაც დაადასტურა ვერსია, რომ ჩონჩხი ეკუთვნის ჰომო საპიენსის ჯიშის ბავშვს თუმცა საბოლოო დადასტურება მეცნიერებმა მაინც ლაბორატორიის დახმარებით შეძლეს.

 

თამო თავხელიძე