ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავასა და პარლამენტის წევრ გიორგი კანდელაკთან ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრისას კუბილიუსმა გიგი უგულავას გათავისუფლება მიულოცა და 8 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმობის სრულიად განხორციელების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“გიგი უგულავამ ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევმნების შემდეგ, ევროკავშირთან უფრო აქტიურ დაახლოებას შეძლებს.

საუბრისას, ასევე, განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგისა და ქვეყნის წინაშე მდგარი რისკების შემცირების გზები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

წყარო