ამომრჩევლის იძულება და დაშინება შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს

ქართულ ოცნებას სურს, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბრიფინგზე თქვა.

“ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ საარცევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავში ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა – ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.” – ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

2020-08-26T14:36:11+04:00აგვისტო 26th, 2020|