ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქა6 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილდებას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„კერძოდ, ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკიდან-თბილისის(ვაზიანი) მიმართულებით მოძრაობა 06 და 08 სექტემბერს, 04:00 სთდან 12 სთ-ის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 07 სექტემბერს 04:00 სთ-დან დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში. კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2020-09-05T23:58:14+04:00სექტემბერი 5th, 2020|