ამერიკელი სენატორების წერილს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია პასუხობს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველი ვაჟა ხიდაშელი „ფრონტერას“ შესახებდავასთან დაკავშშირებით პასუხობს. მისი თქმით აგრესიული ლობისტური და საჯარო კამპანია,რომელსაც ფრონტერა მიმართავდა და ახლაც მიმართავს, მიზნად პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებასა და გარკვეულწილად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რევიზიას ისახავს.

“ჩვენ ფრონტერას გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე თანხმობის მისაღებად მივმართეთ, რაზეც კომპანიამ უარი გვითხრა. აგრესიული ლობისტური და საჯარო კამპანია, რომელსაც ფრონტერა მიმართავდა და ახლაც მიმართავს იმ მიზნით, რომ ჩვენზე გარკვეული ზეწოლა განახორციელონ და საარბიტრაჟო განხილვის შედეგების რევიზია მოახდინონ, პირველი არ არის. ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს, 2018 წლის დასაწყისში, ფრონტერა, იგივე მეთოდების გამოყენებით ცდილობდა, რომ დავა საერთოდ არ დაწყებულიყო.

“რა მიზანიც ქონდათ, ის მიზანი აქვთ ახლაც, რომ ქართულ მხარეზე პოლიტიკური ზეწოლის გამოყენებით ტერიტორიაზე დარჩნენ. 27 ივლისს შესაბამისი ვადა იწურება, კომპანია საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების ნაწილში უფლებებს დაკარგავს და ამ შედეგების თავიდან არიდება უნდა,” განაცხადა ვაჟა ხიდაშელმა.

2020-05-18T13:15:16+04:00მაისი 18th, 2020|