„ახალი შემთხვევებიდან ძალიან საყურადღებოა ერთი შემთხვევა. დანარჩენები არის უკვე ცნობილი შემთხვევები, მათ შორის, ბანკის საცავის კლასტერის გაგრძელება. კიდევ ერთი შემთხვევა დაკავშირებულია ბოლნისის გაგრძელებასთან.

ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის კვლევაც მიმდინარეობს. ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამ შემთხვევას უნდა განსაკუთრებით ყურადღებით მოკვლევა“, – განაცხადა იმნაძემ.