გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება სასაცილოა.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ახლაც ასე ვარ. რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ ამ ეტაპზე სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ მას ეყოლება პრემიერ-მინისტრი. მარტო მიხეილ სააკაშვილი არ არის, კიდევ ვიცი ერთი პარტია, რომლის ლიდერიც დარბის და ბანერებზეა გამოკრული, რომ იქ იქნება პრემიერ-მინისტრი, რაც ასევე ღიმილის მომგვრელია“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშე ყველა პარტია ერთად უნდა შეჯერდეს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.

„ამის გათვლა ახლა სრულიად შეუძლებელია. უამრავ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, „ძალა ერთობაშიამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი თავად იქნება.