მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის დაცვის მხარის საჩივარი ლეფორტოვოს სასამართლოს მარტის განაჩენის შესახებ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9 წლიანი პატიმრობის შესახებ. ამრიგად, იგი ძალაში შევიდა.

 

22 მარტს, ლეფორტოვოს სასამართლომ, ვლადიმირის რეგიონში გამართულ გარე მოსმენაზე, ნავალნის მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმა “განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის” ბრალდებით.

 

თავად პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ საქმეში ორმა „მსხვერპლმა“ ჩვენება მისცა, როდესაც ისინი თავად აღმოჩნდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალდების მხარის კიდევ ერთმა მოწმემ, ფიოდორ გოროჟანკომ სასამართლოში განაცხადა, რომ გამომძიებელმა მასზე ზეწოლა მოახდინა და საჭირო მტკიცებულებების მიცემა მოსთხოვა. ამის შემდეგ გოროჟანკომ რუსეთი დატოვა. მაისის დასაწყისში ნავალნიმ გამოაცხადა, რომ აპირებდნენ მის  გადაყვანას ვლადიმირის რეგიონის მელეჰოვოში, IK-6 მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში. ამის შესახებ მან სხვა პატიმრებისგან შეიტყო, რომლებმაც უთხრეს, რომ კოლონია მისთვის „ციხეში ციხე“ იქნებოდა.

 

 

თამო თავხელიძე