ახლა პრემიერობის კანდიდატზე საუბარი არის არასერიოზული და ნაადრევი

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ეტაპზე ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი ნაადრევი და არასერიოზულია.

ბოკერიას თქმით, კანდიდატზე შეთანხმება უნდა შედგეს არჩევნების შემდეგ იმის და მიხედვით, „ვის რა წონა ექნება”.

„ახლა საუბარი პრემიერობის კანდიდატზე არის არასერიოზული და ნაადრევი. კოალიციური მოლაპარაკებები იმ ქვეყნებში, სადაც ღრმა ტრადიციაა დემოკრატიის, შედეგების მიხედვით დგება. ვის რა წონა ექნება არჩევნების შემდეგ, იმის მიხედვით მიდის ცივილიზებული მოლაპარაკებები. ამაზე საუბარი დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის” კოალციის შიგნით, ეს არის მათი საქმე. პატივს ვცემ მათ დისკუსიას. რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ მათთვის სასურველი ნომინანტის შესახებ, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის პრემიერზე მოლაპარაკება ახლა არის არასერიოზული”,- განაცხადა ბოკერიამ.

2020-06-04T14:58:18+04:00ივნისი 4th, 2020|