“ახალი ლიდერების ინიციატივა” განცხადებას ავრცელებს

მოგესალმებით მეგობრებო,

მოგეხსენებათ რომ უკვე რამდენიმე დღეა “ახალი ლიდერების ინიციატივა” ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების  🇬🇪  🇺🇸,  მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან თანამშობლობით, სრულიად უსასყიდლოდ არიგებს ვირუსისგან დამცავ საშუალებებს ( პირბადეები, ხელთათმანები, სადენზიფექციო ხსნარები.).

სამწუხაროდ, როგორც ჩვენამდე მოვიდა ეს ინფორმაცია, მოქალაქეთა რაღაც ჯგუფი, რომლებიც ჩვენს მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ავრცელებენ დეზინფორმაციას და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სახელით ამ საშუალებებს ყიდიან უბრალო მოქალაქეებზე. ჩვენ გთხოვთ, რომ არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, ეს ყველაფერი ხდება უსასყიდლოდ და საჩუქრად გადმოგეცემათ თქვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან. ასევე ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოებს აღკვეთოს კონკრეტული ჯგუფის მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედება. ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო გელოდებით ყველას , თბილისი, გ. სააკაძის დაღმართი #10 საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა✌🏻🇬🇪🇬🇪🇬🇪

2020-03-22T22:49:55+04:00მარტი 22nd, 2020|