აგვისტოში დედამიწას, პენტაგონის ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება,- ამის შესახებ იტყობინება-The Jerusalem Post-ი.

 

ასტეროიდი, რომელსაც სახელად ეწოდა 2016 AJ193-ი, “პოტენციურად სახიფათო” ასტეროიდებს განეკუთვნება.

 

NASA-ს ექსპერტების შეფასებით, იგი გაცილებით დიდია, ვიდრე ის 99%  ასტეროიდებისა, რომლებიც ჩვენი პლანეტის მახლობლად დაფრინავენ.

 

ზეციური სხეულის ზომა შეფასებულია როგორც 1,37 კილომეტრი, რაც სავარაუდოდ  ზომით, პენტაგონის ოდენაა. კიდევ შედარებისთვის, იგი 1,5-ჯერ დიდია ვიდრე, ბურჯ ხალიფას ცათამბჯენი და სამჯერ მეტი ვიდრე, ემპაირ სტეიტ ბილდინგი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევა. იგი 21 აგვისტოს, დედამიწას არ შეეხება.

ვარაუდობენ, რომ იგი 3,43 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს ჩვენს პლანეტას.

 

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე