აღდგომის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოავლინა

აღდგომის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოავლინა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმდა 85 მოქალაქე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – 19.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 35 პირი ამხილეს.

2020-04-20T15:32:22+04:00აპრილი 20th, 2020|