Adidas-ში ვაკანსიების 30% აფრო და ლათინოამირეკელების დასასაქმებლად იქნება განკუთვნილი

მსოფლიოში ცნობილი სპორტული ტანოსამოსის და ინვენტარის ბრენდი Adidas-ი ახალი ინიციატივით გამოდის. კომპანიის განცხადებით, Adidas-ში ვაკანსიების მინიმუმ 30%-ი აფრო და ლათინოამირეკელების დასასაქმებლად იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ათობით ცნობილი კომპანია გამოვიდა აშშ-ში მსგავსი ინიციატვით ბოლო კვირის განმავლობაში. მათ ამით სოლიდარობა გამოუცხადეს მოძრაობა „Black Lives Matter”-ს, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სპორტულ ბრენდს, Adidas-ი ისედაც აქტიურად თანამშრომლობდა აფროამერიკელ სელებრითებთან და სპორტსმენებთან, ხშირად კომპანიის მარკეტინგული კამპანიები და ტანისამოსი აფრო კულტურით არის ინსპირირებული.

„სანამ ჩვენ ინკლუზიის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, მეტი უნდა გავაკეთოთ ისეთი გარემოს შესაქმნელად სადაც ყველა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, სადაც ყველას ერთანაირი შესაძლებლობები ექნებათ საკუთარი კარიერის განსავითარებლად“, – განაცხადა Adidas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კასპერ რორსთიდმა.

აღსანიშნავია, რომ Adidas-ი 20 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს აფროამერიკელი საზოგადოების ინტერესების დასაცავად მომავალი 4 წლის განმავლობაში.

 

წყარო

2020-06-11T00:51:22+04:00ივნისი 11th, 2020|