ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-სთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძლეთ ის, რასაც აკეთებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“-აღნიშნავს კინზინგერი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.