სამწუხაროდ, ეს არის იმ მახინჯი პრაქტიკის გაგრძელება, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში ქონების და სხვა აქტივების გადაცემის სახით. დაუსაბუთებელია და აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ აძლევს 20 ჰექტრამდე მიწას და რა მიზნით უნდა იყოს ეს გამოყენებული. ტყე არის დიდი სიკეთე და, იმავე დროს, მას სჭირდება მოვლა, ეს არის ხარჯიანი ქონება და ამ მოვლის ფულსაც შემდეგ ბიუჯეტიდან მოითხოვენ და ფაქტობრივად დამატებითი ხარჯები იქნება უკვე მისაყოლებელი ამ ტყის შესანახად,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.