საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.