პირადი მონაცემები 4.9 მილიონზე მეტ ქართველზე, მათ შორის გარდაცვლილ მოქალაქეებზე ჰაკერების ფორუმზე კვირას გამოქვეყნდა.

მონაცემების გაჟონვა Under the Breach-მა, მონაცემთა დარღვევების მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრმა შენიშნა და ZDNet-ს გაუზიარა.

2019 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონია, რომელთაგან მესამედი არასრუწლოვანია და ხმის მიცემის უფლება არ აქვს. უცნობია არის თუ არა ინფორმაციის მომპოვებელი ფორუმის ის მომხმარებელი, რომელიც ამ მონაცემებს აზიარებს. მომხმარებელი ირწმუნება, რომ მონაცემები voters.cec.gov.ge-დან მოიპოვა. ეს საიტი ოფიციალური პორტალია, სადაც მოქალაქეებს სისტემაში შესვლა და თავისი ინფორმაციის ნახვა/შესწორება შეუძლიათ.

zdnet -ის ცნობით, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია ამომრჩევლების სახელები, გვარები, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი.

ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“,- განუცხადეს „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.