ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ახალ კორონავირუსზე 8 პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და ყველამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ეზუგბაიას თქმით, ხვალ, დილით კიდევ 6 პაციენტის ანალიზის პასუხები გახდება ცნობილი.

„დილით 8 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველასთან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დღეს საღამოს კიდევ 6 პაციენტს აუღეს ანალიზი, რომლის პასუხებიც ხვალ დილით იქნება ცნობილი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება; მათგან გამოჯანრთელებულია – 3 პირი.