“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას განმარტავს. როგორც ვაშაძე Facebook-ზე წერს მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ასევე უნდა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ქვეყნის მოკავშირეების შუამავლობით.

“დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”,-წერს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავდპირველად “ნიუპოსტმა” გაავრცელა. ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” უდასტურებენ, რომ ვაშაძის განცხადება ავთენტურია, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ  მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს”.

ვაშაძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა პარტიის წევრების მხრიდან. ხატია დეკანოიძის თქმით, ეს არ იყო შეთანხმებული პოზიცია. როგორც ცნობილია, ენმ პარლამენტის ბოიკოტს უჭერს მხარს