63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ლილოს ბაზრობაზე მუშაობს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ქალბატონი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი დაუდასტურდა, ლილოს ბაზრობაზე მუშაობს.

თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, მაღალი ტემპერატურით, ის გუშინ შეიყვანეს.

საეჭვო სიმპტომების გამო, მედიკოსებმა მას კორონავირუსზე ბიოლოგიური ნიმუში აუღეს. ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

ამ წუთებში, ინფიცირებული პაციენტი, თბილისში გადაჰყავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

2020-06-23T13:31:13+04:00ივნისი 23rd, 2020|