5 ყველაზე მომაკვდინებელი სენი კაცობრიობის ისტორიაში

  • 1. შავი სიკვდილი ( ცნობილი როგორც შავი ჭირი ) — პანდემია, რომელიც XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას. ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „მეორე პანდემია“. არსებობს გარკვეული მოსაზრებები რომელთა მიხედვით “შავი ჭირი” გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა ევროპაში. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“.
    ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი.
    ეპიდემიის ინფექციური გამავრცელებელი იყო ჭირის ბაცილა Yersinia pestis, რაც დაამტკიცა შავი ჭირით დაღუპულთა ნარჩენების გენეტიკურმა გამოკვლევებმა, რომელთა შესახებად ცნობები გამოქვეყნდა 1998 წელს. ამჟამად არ არსებობს ეფექტური ვაქცინა, რომლის საშუალებითაც შავი ჭირისგან თავს დავიცავთ, თუმცა არაერთი თანამედროვე ანტიბიოტიკი მოგვეპოვება, რომელიც დაავადების განვითარებას აფერხებს და ადამიანების მარტივად გამოჯანმრთელებასაც უწყობს ხელს. ამისათვის კი აუცილებელია, დაავადების გამოვლენისთანავე მოხდეს მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, რადგან მისი თავდაპირველი ფორმა – ბუბონური – გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე მისი გართულებული ფორმა – პულმონალური შავი ჭირი, რა დროსაც ბაქტერია ინფიცირებული ორგანიზმის ფილტვებში ხვდება და გარშემომყოფების დაავადების რისკსაც ზრდის.
    შავი ჭირის ეპიდემიამ ევროპის კონტინენტი მთლიანად შეცვალა. ამ დროს დაავადებასთან მებრძოლ ადამიანებს ეკლესია ერეტიკოსად რაცხავდა და კოცონზე წვავდა, ზოგს დაავადება უფლის სასჯელად მიაჩნდა, ზოგიც თავს გაქცევით და იზოლირებით შველოდა. შავმა ჭირმა კოლოსალური კვალი დატოვა ევროპის ისტორიაში და დაღი დაასვა ეკონომიკას, ფსიქოლოგიას, კულტურასა და მოსახლეობის გენეტიკურ შემადგენლობასაც კი.
  • 2. ყვავილი  ის უძველესი დაავადებაა, რომელიც გამოჩნდა ჩვ.წ. აღრიცხვამდე. იგი ყოველწლიურად კლავდა 400 000 ადამიანს. მისი დამახასიათებელი თვისებაა ჭრილობები კანზე. დაავადებას თან ახლავს ღებინება, ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და სიბრმავე. მოიაზრებენ, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან და ინდოეთში ის სწორედ, რომ ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტ ხანს დაჰყო. 19-20 საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში ის სამუდამოდ გაანადგურეს. მაშასადამე, ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.
  • 3. ქოლერა სერიოზული ეპიდემიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია კანის სიმშრალე, შოკი, ფეხების კრუნჩხვა, ღებინება, ცხვირიდან სისხლდენა, დიარეა და სიკვდილიც კი. თუ დაავადების გამოვლინების შემთხვევაში სამი საათის მანძილზე არ ჩაუტარდა პაციენტს სამედიცინო დახმარება, ის იღუპება. ქოლერა პირველად დაფიქსირდა ბენგალში, საიდანაც ის გადაედო ინდოეთს, ჩინეთს, მალაიზიასა და კასპიის ზღვის ქვეყნებს. 1826 წლისათვის მხოლოდ ინდოეთში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 15 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დღეს კი მისი განკურნება შესაძლებელია რეჰიდრატაციული თერაპიისა და ანტიბიოტიკების მეშვეობით.

  •   4.  ესპანური გრიპი
    1918 წელი სპეციფიკური იყო გრიპის პანდემიით, რომელსაც ესპანური გრიპი შეარქვეს და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობა. პანდემია გრძელდებოდა 1918 წლის მარტიდან- 1920 წლის ივნისამდე საერთო ჯამში 40 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა მთელს მსოფლიოში. ამ სასიკვდილო ვირუსის ქვეტიპია (H1N1), იგივეა რაც დღევანდელი ღორის გრიპი. მსხვერპლი უმეტესად ჯანმრთელ და მოზარდ ადამიანებში იყო, ვიდრე ხანდაზმულებს, დასუსტებულებსა და ბავშვებში.  ე.წ ისპანკა ერთი ვერსიით ფრანგულ ჯარის დანაყოფებში გავრცელდა, რის შემდეგად მოედო მსოფლიოს.
  • 5. ტიფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც იწვევს ბაქტერია Rickettsia. სიტყვა ტიფი- “typhos” კი ბერძნულიდან მომდინარეობს და პირდაპირი თარგმანით ნისლს, ბურუსს ნიშნავს. პირველად დაავადება აღწერეს ესპანეთის ბლოკადაში 1489 წელს, რომელიც ხასიათდებოდა ცხელებით და წითელი ლაქებით ხელებზე, გულ-მკერდსა და ზურგზე. ალყის დროს ესპანელებმა დაკარგეს 3000 მეომარი, თუმცა 17 000 სწორედ რომ ტიფით გარდაიცვალა. მთელს ევროპაში დაავადება ფართოდ იყო გავრცელებული 16-19 საუკუნეებში- ინგლისის სამოქალაქო ომის, ოცდაათწლიანი ომისა და ნაპოლეონის ომიების დროს. ორმოცდაათწლიანი ომის დროს კი 8 მილიონი გერმანელი დაიღუპა ტიფით. 1812 წელს კი რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს ნაპოლეონმა უკან დაიხია, ვინაიდან სწორედ ტიფით დაიხოცა იმაზე მეტი ფრანგი მეომარი, ვიდრე რუსების ტყვიის მსხვერპლის რიცხვია.

 

წყარო: ვიკიპედია, ინტერმედია.

 

 

 

 

2020-03-13T17:50:47+04:00მარტი 13th, 2020|