გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ლიბანში კოვიდინფიცირების 456 შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 17-ით მეტი. აღსანიშნავია რომ 6 აგვისტოდან მოყოლებული ლივანში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 9-ჯერ დაფიქსირდა
 
სულ, 21 თებერვლიდან დღემდე ლიბანში კორონავირუსით ინფიცირების 9 377 შემთხვევაა გამოვლენილი.
 
განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა. სულ, ლივანში კორონავირუსით 105 კაცია გარდაცვლილი.
 
ლიბანში, ინფიცირების შემთხვევები ივლისში 1778-დან 4555-მდე, 2777-ით ანუ 156%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა კი 34-დან 61-მდე, 27-ით ანუ 79%-ით.
 
ლიბანში, ივლისში დღეში საშუალოდ 90 ინფიცირება და 0,9 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 17 დღის საშუალო კი 284 ინფიცირება და 2,6 გარდაცვალებაა.
 
ლიბანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6,8 მილიონიან მცხოვრებიანი ქვეყნის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამედიცინო დაწესებულებები უკვე გადატვირთულია და ახალი პაციენტების მისაღებად ადგილების გამონახვა დიდ სირთულებთანა დაკავშირებული.