4 ადამიანმა კოვიდ 19 უსიმპტომოდ ან სიმპტომებით გადაიტანა მაგრამ არავინ შეამოწმა!

“ქობულეთში დღეს გამოვლენილია 6 შემთხვევა, 4 პირს კი დაუდგინდა, რომ მათ გადატანილი აქვთ კორონავირუსი. სავარაუდოდ ლაბორატორიულმა კვლევამ მათ ორგანიზმში დაადგინა ანტისხეულების არსებობა, მაგრამ ანტიგენზე უარყოფითი პასუხი გაეცა.
.
გესმით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ამ ოთხი ადამიანიდან შეიძლება ერთმა ერთი კვირის წინ, მეორემ 3 კვირის წინ, მესამემ ერთი თვის, მეოთხემ საერთოდ საქართველოში კორონავირუსის პირველ გამოვლენამდე გადაიტანეს კორონავირუსი, უსიმპტომოდ ან სიმპტომებით, მაგრამ არავინ შეამოწმა!
რა კლასტერზე მელაპარაკებით ახლა? რა ეპიდკვლევაზე? არ მითხრათ ახლა, (იმ პირობებში, როცა ისიც კი არ იცით ზუსტად, როდის იყვნენ ისინი კორონავირუსით ინფიცირებული) კონტაქტები უნდა დავადგინოთ ან მათი გეოგრაფიული არეალი უნდა შემოვსაზღვროთო.

აი ამიტომ იყო სწრაფი ტესტები აუცილებელი, აი ამიტომ იყო ის პირველი პროტოკოლი მიუღებელი, აი ამიტომ გადაუდებელ ამოცანად მიმაჩნია დღესაც ტესტირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ამიტომ ვბრაზობ როცა პიარის გამო რეალობას ამახინჯებენ!”

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი კობა ხაბაზი.

2020-04-10T19:23:33+04:00აპრილი 10th, 2020|