საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1906 გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, კარანტინის რეჟიმში 5674 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 800 პირი.