ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას,  დამატებით 30 მილიონ დოლარს გადაურიცხავს.  ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუა ჩუნიინგმა Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, თანხა განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას მოხმარდება.

ჩინეთმა სულ ახლახანს, მარტის თვეშიც  გადაურიცხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას  20 მილიონი დოლარი.

15 აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზი ჯანმოს მიერ კოვიდ 19-ზე ჩინეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გახდა.