არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არჩევნებთან დაკავშირებული მთავარი საკითხები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს COVID19-თან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზეც ესაუბრა.

პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე, ასევე, განიხილავს იმ კანონპროექტებს და ხელშეკრულებებს, რომელიც პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო აუცილებელია.

2020-04-20T19:42:49+04:00აპრილი 20th, 2020|