გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე – ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას ელის

დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ, ამ კვირაში გახდება ცნობილი. საკანონმდებლო ორგანოში ოთხშაბათს და ხუთშაბათს პლენარული სხდომა ჩატარდება, სადაც დეპუტატები ამ საკითხზე და კორონავირუსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, მისი პარტია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას და საგანგებო ბიუჯეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ბიუჯეტში, პირველ რიგში უნდა აისახოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფინანსური თუ სასურსათო დახმარება. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, საჭიროა ბიზნესის გადარჩენის გეგმაც.

იმავე აზრზეა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძეც, რომელიც მთავრობისგან კონკრეტული, ეკონომიკური გეგმის წარდგენას ელოდება. მისი თქმით, ეს გეგმა უნდა შეიცავდეს იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებიც შექმნილი კრიზისის გამო დაზარალდნენ.

სერგი კაპანაძემ ზოგიერთი შეზღუდვის აბსურდულობაზეც ისაუბრა და მაგალითად ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვა მოიყვანა. როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, ბიზნესის შეზღუდვები თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე და არ მოქმედებდეს შერჩევითობის პრინციპი.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი კი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ შემდეგში უფრო მარტივად მოხდეს ეკონომიკური აქტივობის

2020-04-20T16:20:35+04:00აპრილი 20th, 2020|