ლეგენდარული ქართველი ნანი ბრეგვაძე პრაიმტაიმთან ინტერვიუსი აცხადებს:

“მგონია არასწორად იქცევიან. მთელმა მსოფლიომ დაკეტა ეკლესია, მაინცდამაინც ქართველები არ ვკეტავთ. გვეუბნებიან სახლში დარჩით და ორმეტრიანი დისტანცია დაიცავითო, ამ დროს კი არ იკეტება ეკლესია. ახლა როგორ შეიძლება იქ მიხვიდე და ხატები კოცნო? ჩემი აზრით სახლში უნდა დარჩეს ხალხი და ილოცოს. თუ ასე სწამთ ღმერთი შესაბამისად მოიქცნენ, იმიტომ რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და გაპატიებს. ძალიან ღრმად არ მესმის, ვერ ვხვდები მთავრობის და ეკლესიის როლებს, არ ვარ ასეთი განათლებული”.