2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების განაწილება შემდეგია:

  • კახეთში – 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები);
  • ქვემო ქართლი – 3 ოლქი (ერთში გაერთიანდება რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები, მეორეში – მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, მესამეში – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები);
  • შიდა ქართლი – 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები);
  • მცხეთა მთიანეთი – 1 ოლქი (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);
  • სამცხე ჯავახეთი – 2 ოლქი (ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; მეორეში – ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);
  • გურია – 1 ოლქი (ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები);
  • სამეგრელო – 3 ოლქი (ერთი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; მეორე – ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; მესამე – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები);
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი – (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები)
  • იმერეთი – 4 ოლქი (ერთი – ქუთაისის მუნიციპალიტეტი; მეორე – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; მესამე – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; მეოთხე – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები);
  • აჭარა – 3 ოლქი (ერთი – ბათუმის მუნიციპალიტეტი; მეორე – ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; მესამე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).