2020-ში საქართველოს მშპ 4 პროცენტით შემცირდება — IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით შემცირდება. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

თუმცა, IMF-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს მშპ 3 პროცენტით გაიზრდება.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასეთია:

  • თურქეთი: -5 პროცენტი 2020 წელს, 5 პროცენტი 2021 წელს;
  • სომხეთი: -1,5 პროცენტი 2020 წელს, 4,8 პროცენტი 2021 წელს;
  • აზერბაიჯანი: -2,2 პროცენტი 2020 წელს, 0,7 პროცენტი 2021 წელს;
  • რუსეთი: -5,5 პროცენტი 2020 წელს, 3,5 პროცენტი 2021 წელს;
  • ირანი: -6 პროცენტი 2020 წელს, 3,1 პროცენტი 2021 წელს;

2020 წელს მშპ-ის შემცირებას IMF ვარაუდობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მათ შორის არიან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკები: -5,9 პროცენტი აშშ-ში, -7 გერმანიაში, -5,2 იაპონიაში. თუმცა, ფონდის პროგნოზით, გაიზრდება ჩინეთის მშპ — 1,2 პროცენტით.

2020-04-21T14:58:29+04:00აპრილი 21st, 2020|