ზურაბ ბუდაღაშვილს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ცოტნე სოსელიას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდების აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ. 20 ივნისის საქმეზე, სამივე მათგანმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალი აღიარა.

ცოტნე სოსელიამ სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. იგივე პოზიცია დააფიქსირეს კახაბერ კუპრეიშვილმაც და ზურაბ ბუდაღაშვილმაც. ამის შემდეგ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა წარადგინა.

რაც შეეხება, ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს, ამის გამო, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს, ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობასა და მათზე თავდასხმაში ედებოდათ.

საპროცესო შეთანხმება უკვე გაფორმდა 20 ივნისის საქმეზე სხვა ბრალდებულებთანაც. გიორგი ჯავახიშვილმა და თორნიკე დათაშვილმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს.

 

წყარო: პრაიმტაიმი