20 ივნისის მოვლენებზე „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“პირველი ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე, გაჩნდა ნიჰილიზმი, სიბრაზე მოქალაქეების და ეს რეიტინგზეც აისახა. მაშინ ყველა კვლევა ამაზე მეტყველებდა, ბუნებრივია ვიდრე საზოგადოება არ გაერკვა. დარწმუნებული ვარ ერთი წლის თავზე სხვა წარმოდგენები აქვთ. მესამე, მათ ძალიან ბინძურ ნარატივს, რუსული საქმის მკეთებელ პარტიულ სუბიექტებს, რომლებიც დასავლურად „საუბრობდნენ“, რომლებიც დეკლარირებულად პროდასავლურები არიან და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ, საშუალება მიეცათ რაღაც საკითხზე ელაპარაკათ, რომ ეს მიკერებული ნარატივი, რომელსაც ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაკერონ გაემყარებინათ. ეს რეპუტაციული ზიანი, მათ მომხრეებში უფრო აისახა.” – განაცხადა მდინარაძემ.