გეითსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი წარმოებისთვის სავარაუდოდ წელიწადნახევარში იქნება მზად, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა კლინიკური გამოცდის ჩვეულებრივი პროცედურების გამარტივება,

“კომპრომისები დაგვჭირდება, საჭირო იქნება ნაკლები ცდის ჩატარება, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება. ამასთან ხელისუფლებებმა უნდა გადაწყვიტონ, გაათავისუფლებენ თუ არა მწარმოებელ კომპანიებს პასუხისმგებლობისაგან. ისეთ სიტუაციაში ვართ, ჩვეულებრივი წესების დაცვის დრო არ არის,” – განაცხადა გეითსმა.

Microsoft-ის დამფუძნებელი თვლის, რომ მხოლოდ ვაქცინაცია მისცემს საშუალებას მსოფლიოს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

გეითსის საქველმოქმედო ფონდი ერთერთია, ვინც საკმაოდ დიდ თანხებს დებს ვაქცინის გამოგონებისა და მასობრივ წარმოებაში დანერგვის საქმეში.

 

წყარო: ნიუპოსტი