“ვერ ვხედავ ამ კრიზისისთვის მძლავრ მომზადებას იმიტომ რომ ამ დრომდე არავინ არ შეგვეხმიანა არც ჯანდაცვის სამინისტროდან და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან. 110-კაციანი სია, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა თაკო ჩარკვიანს ჩვენ თვითონ მოვიკვლიეთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადავაგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ არის. იმედი მაქვს ახლა მაინც იქნება ტესტირების შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტესტი გაუკეთდეს სულ ყველას იმიტომ, რომ ფასიანი ტესტი ძვირია და შესაბამისი მარაგები სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.